თითის გაშვერა ადვილია…

გუშინ აღმოვაჩინე, რომ ერთი თვე გავიდა, რაც აქ არ დამიწერია. მერე დავფიქრდი, რატომ და მიზეზი არც კოჰაბიტაცია, არც ID ბარათებზე ატეხილი ამბები და არც პოლიტიკურ მინი შეხლა-შემოხლა ყოფილა. უბრალოდ, რაღაცებს მივხვდი.

მივხვდი, იმას, რომ ძველი ჩინური მეცნიერება მართალია: როცა ვინმესკენ თითს გაიშვერ, დანარჩენი თითები საკუთარი თავისკენ გაქვს მიშვერილიო. დაახლოებით, ასე:

დღეს ამას “ცილისწამებას” ვეძახით. ჩვენი ნაქები სიზარმაცეც აქ ერთვება:

  • გვეზარება სიმათლის დადგენა – ნათქვამის დაჯერება ადვილია.
  • გვეზარება ამბის სწორად გაგება – წუწუნი ადვილია.
  • გვეზარება იმის გათავისება, რომ ყველაფერს მარტივი ახსნა არ შეიძლება, გააჩნდეს.  Continue reading

1 Comment

Filed under გვეშველება რამე?, ძირითადი

გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყანა


9 aprili

დღეს 9 აპრილია. ტრაგიკული მოვლენებიდან გასულია 24, საზეიმოდან კი 22 წელი.

მე არც ქუჩაში გაჟლეტილი ხალხი მინახავს, არც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის სიხარული მიგრძვნია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც შემდგომი უკიდურესი გაჭირვება მახსოვს ადეკვატურად. დიახ, მე ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მაშინდელ საქართველოს ჩემს მეხსიერებაზე დაღი დაესვა. ამისთვის მადლობელი ვარ კიდეც, რადგან, უფროსი თაობისგან განსხვავებით, შემიძლია, უფრო მეტი კონცენტრაცია მოვახდინო ფაქტებზე, ვიდრე ემოციებზე. Continue reading

Leave a comment

Filed under გვეშველება რამე?

ანაბრები ინფლაციამ შეჭამა? (ციტატები)

mixeil jibuti-1

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, რომელსაც ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, საბჭოთა ანაბრები ინფლაციის მსხვერპლი გახდა. ამასვე ამბობს ჯიბუტი ჯიუტად. მაშინ გამოდის, რომ ფულს ვერავის მოვთხოვთ. თუმცა აქ არის ერთი მშვენიერი “მაგრამ”, რომელიც საყვარლად ამოყოფს ხოლმე თავს იქ, სადაც არ ელოდები. 1998 წელს ბატონი ჯიბუტის ინიციატივით პარლამენტმა ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალად გამოაცხადა (წინა პოსტში გესაუბრეთ ამაზე) და, შესაბამისად, თუ ვინმეს რამე უნდა მოვთხოვოთ, ეს სახელმწიფოა.

ქვემოთ მოყვანილი ციტატებიდან დაინახავთ იმ საერთო სურათს, რაც ანაბრების გაუფასურებას თუ დაკარგვას, თუ ორივეს ერთად დაემთხვა. Continue reading

4 Comments

Filed under გვეშველება რამე?, ძირითადი

დაბრუნდება, მაგრამ…

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რატომ შევეჭიდე ამ თემას. თუ არც იქნება, მოუკვდა პატრონი! მაგრამ სათქმელად ადვილია… უკვე ძალიან ღრმად შევედი. მეგობრები მეხმარებიან, აქაო და მარტო ვერ გაართმევ ამ საქმეს თავსო.
მეც ხან ერთ ნიუსს ვაწყდები, ხან მეორეს. ხან ექსპერტებს ვეხმიანები  და ხან ჩემს საახლობლოს ვეკითხები თავიანთ ისტორიებს ანაბრებთან დაკავშირებით. ასევე თქვენც შეგიძლიათ, კომენტარებში მოყვეთ ანაბრების თქვენეული ამბავი. მადლობელი დაგრჩებით.

რაც შეეხება მედიას, პრესაში რამდენიმე ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოითქვა ამ თემაზე. ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ამ ჩემს  ფულს ასე ერთბაშად ვერ ავიღებ, რადგან ანაბრების უცბად გაცემა ეკონომიკას დაასამარებს.

sab-1 Continue reading

1 Comment

Filed under ძირითადი

მე რომ საბჭოელი მაჩო ვყოფილიყავი

mironov

მე რომ საბჭოელი მაჩო ვყოფილიყავი,  ვიქნებოდი, რა თქმა უნდა, ძერზკი. ჯანსაღი იუმორითა და მირონოვის “გალივუდსკაია” ღიმილით 🙂

ვიქნებოდი ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭირო და აუცილებელია, თუმცა იმდენად იშვიათად ან მცირე ხნით, რომ ყველას ჩემი “ნეხვატკა” ჰქონოდა.

ქუჩაში აუცილებლად ვიმოძრავებდი ამით და აუცილებლად როკით. თუმცა საბჭოთა წითელი ცა ყველაზე თავისუფალი ცა მეგონებოდა.

player

კისერზე, რა თქმა უნდა, გადაკიდებული მექნებოდა მამაჩემის ნაჩუქარი ზენიტის ფოტოაპარატი, რომლითაც ძირითადად უხერხულ ფოტოებს გადავიღებდი. მაგალითად, როგორ ეწუწება ნაყინი ჟენია ბებოს ლურჯ ბლუზკაზე.

zenit

საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი: გიტარა? აბა კი. ბანტიანი გიტარა ჩემს მეზობელ ვიტალისაც კი აქვს, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. რაზეც გოგოები  ეგრევე ყურადღებას მოგაქცევენ – საქსოფონი! საქსოფონიანი მაჩო ბევრი გინახავთ საბჭოთა კავშირში? ჰოდა მე ვიქნებოდი 😉

ოჯახში, რა თქმა უნდა, გვექნებოდა ასეთი კუხნიამომრგვალებულკუთხეებიანი ინვენტარით…

kuxna

…და ბაბუაჩემის საყვარელი ვენტილიატორი, რომლის გამორთვა სულ დაავიწყდებოდა.

ventiliator

სანამ დედაჩემი თანამშრომლის ქორწილისთვის სალონში იქნებოდა,

484929_153275144832457_1670923763_n

ხოლო ბერბიჭა როლანდი უკვე მერამდენე გამვლელს აუთამაშებდა თავის კუნთებს,

64115_154111704748801_2141952142_n

მე მხართეძოზე წამოგორებული დაველოდებოდი, როდის მომართმევდა ბებია “პაფლოტსკის”

525266_151997131626925_318177304_n

და ცხელ კისელს.

537655_152252701601368_1269274784_n

სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, მომიწევდა ნიგვზისა და ნივრის გატარება. გულში კი არქიმედეს ლანძღვა ჩემდაჭირად მოგონილი ხრახნის გამო.

734526_154572294702742_1507531394_n

სტუდენტობისას ვივლიდი ათასნაირ ლაგერში და გავიცნობდი ათასნაირ მარინას და სვეტლანას

studenti

მაგრამ ყოველთვის გამახსენდებოდა პირველი სიყვარული, რომელიც ამ ფოტოზე კარგად არ ჩანს. დედა რომ მიხვედრილიყო, ხომ მომეჭრებოდა თავი 😀

alisa

რაზე ვიოცნებებდი? რაზეც ყველა ნამდვილი საბჭოელი – არა აქვს მნიშვნელობა, მაჩო იქნებოდა თუ რიგითი მოქალაქე.

Gagarin2

მზე იქნებოდა ხალისიანი, დილა – ზარმაცულად ხალისიანი. კენჭივით ბიჭი გავიზრდებოდი და იმედით დაველოდებოდი, როდის დაგროვდებოდა ჩემს “სბერეგაწელნაია კნიჟკაზე” თანხა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვიტანდი შემნახველი სალაროდან და

Вниманию-вкладчиков-Сбербанка-бывшего-СССР_vnimaniu_vkladchikov_sberbanka_buvsego_sssr

ვიყიდდი ვოლგას 🙂

images (8)

2 Comments

Filed under რა ქვეყანა დაანგრიეს!

ციტატები ანაბრებზე (ნაწილი 1)

1 (1)

ინტერნეტსივრცე ნელ-ნელა ივსება ჩვენთვის საინტერესო თემით. მიხარია, ანაბრები და შეჭმული თუ დაკარგული ფული 20 წლის შემდეგაც აქტუალური ხდება საზოგადოებისთვის. ბოლოს და ბოლოს საქმე ხალხის 8 მილიარდს  ეხება, რაც სულზე დაახლოებით 1600 ლარს უდრის.

პრესისა და ინტერნეტის ქექვა საჭირო სულაც აღარ არის, რადგან უკვე იმდენი ინფორმაცია დაგროვდა, ანაბრების შესახებ სტატიები თავისით გეჩეხება თვალში. მეც ავდექი და პოლიტიკოსთა და ექსპერტთა  ყველაზე საინტერესო ციტატები ამოვჭერი, რათა თქვენც გაიგოთ, ვის რა მოსაზრება გააჩნია ანაბრების თაობაზე.  Continue reading

Leave a comment

Filed under ძირითადი

ფოკუსი სახელად “გამქრალი ანაბრები” (კომიქსი)

DSCN8588

უთუოდ ამ სათაურით გამოაცხადებდა კონფერანსიე ანაბრების გაქრობის შესახებ, თუკი ეს საცირკო ნომერი იქნებოდა. არადა, მართლაც ცირკია, თან ისეთი წარმატებული ფოკუსი, რომ მისი გახენებისას დღესაც ყბა ჩამოგივარდება კაცს. საერთოდ, ილუზიონისტი ფოკუსის შემდეგ ისევ აჩენს ხოლმე გამქრალ ნივთს. ეს მაგი კი რატომღაც საეჭვოდ დიდხანს გვალოდინებს. თანაც უკვე იმდენ ხანს, რომ აღარც გვახსოვს მისი არსებობის შესახებ. ან არსებობდა კი ილუზიონისტი რეალუდად?.. Continue reading

2 Comments

Filed under კომიქსები