თითის გაშვერა ადვილია…

გუშინ აღმოვაჩინე, რომ ერთი თვე გავიდა, რაც აქ არ დამიწერია. მერე დავფიქრდი, რატომ და მიზეზი არც კოჰაბიტაცია, არც ID ბარათებზე ატეხილი ამბები და არც პოლიტიკურ მინი შეხლა-შემოხლა ყოფილა. უბრალოდ, რაღაცებს მივხვდი.

მივხვდი, იმას, რომ ძველი ჩინური მეცნიერება მართალია: როცა ვინმესკენ თითს გაიშვერ, დანარჩენი თითები საკუთარი თავისკენ გაქვს მიშვერილიო. დაახლოებით, ასე:

დღეს ამას “ცილისწამებას” ვეძახით. ჩვენი ნაქები სიზარმაცეც აქ ერთვება:

  • გვეზარება სიმათლის დადგენა – ნათქვამის დაჯერება ადვილია.
  • გვეზარება ამბის სწორად გაგება – წუწუნი ადვილია.
  • გვეზარება იმის გათავისება, რომ ყველაფერს მარტივი ახსნა არ შეიძლება, გააჩნდეს. 

ჩვენ გვირჩევნია, პასუხი გვქონდეს ყველაფერზე და აზრზე არ ვიყოთ ამ პასუხების სისწორეში, ვიდრე ვიცოდეთ ცოტა, მაგრამ დანამდვილებით. სოფელში ჩავედი ამ სააღდგომოდ და ერთ ყოფილ მეცნიერ მუშაკს, 70–ს გადაცილებულ ბატონ კარლოს ვკითხე, ანაბრებზე თუ გსმენიათ რამე–მეთქი. კიო, მიპასუხა ეგრევე. შევარდნაძის მთავრობამ შეჭამაო. აქ დავინტერესდი:

_ ჰო? ვინ და როგორ მოახერხა ეგ? – ვკითხე.

_ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბაბუკო, ხომ შეიჭამა?

_ მე რაც ვიკვლიე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ შევარდნაძის ჩამოსვლისას საქართველო ინფლაციაში ცურავდა და შესაჭმელიც არაფერი დახვდებოდა.

– ინფლაცია, იცოცხლე, იმისთანა იყო… კუპონი მქონდა შეშაზე მეტი.

– ანაბარიც ხომ გქონდათ?

– მქონდა, აბა არ მქონდა? მაგრამ სემიჩკის ფასი იყო ეგ ფული. არადა თავის დროზე 12 ათსი მანეთი იყო.

– ჰოდა თუ ინფლაციის დროს ფულმა ძალა დაკარგა და სემიჩკის ფასი გახდა, ანაბრებს ინფლაცია არ შეჭამდა? თუ რამეში ვცდები?

– ჰმ… არ ცდები, – მითხრა ბოლოს და მერე დააყოლა – შენნაირები უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, ვინც საქმეს ყველა კუთხიდან უყურებს.

– გაიხარეთ, კარლო ბაბუა, – ვუთხარი და თან ჩემთვის გამეცინა.

მაინც, რა ადვილია თითის გაშვერა. თანაც მაშინ, როცა არავინ გთხოვს მტკიცებას. ვისაც რა გინდა, ის დააბრალე, კარლო ბაბუა. ედიკას და მის გარემოცვას კი ისიც ეყოფათ, რაც მიქარეს და დააშავეს – ანაბრების ცოდვას ტყუილად ვეღარ მივაწერ.

ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა:

  • გამოვიდა ორი ძალიან კარგი და ინფორმატიული დოკუმენტური ფილმი საბჭოთა ანაბრების შესახებ, რომლებმაც პირადად მე ბევრი ინფორმაციული ვაკუუმი შემივსო.
  • ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ანაბრების თემა რეალურია, რომ იგი სახელმწიფოს შიდა ვალშია და რომ ქვეყანა ვალდებულია, იგი თავის ხალხს გაუსტუმროს. მას არსად უხსენებია, რომ ანაბრები ვინმემ შეჭამა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ხალხის ვალის გასტუმრებას კი არა, დამნაშავის ძებნას დაიწყებდა.

მიხარია, რომ ჩემი ბლოგისა და ფეისბუკის მეშვეობით ამ საქმეში მეც რაღაც წვლილი მიმიძღვის. და, რაც მთავარია, ანაბრების წიგნაკი არ გადამიგდია! 🙂

Advertisements

1 Comment

Filed under გვეშველება რამე?, ძირითადი

One response to “თითის გაშვერა ადვილია…

  1. შალვა ნათელაშვილს, რომ ათივე თითი გაშვერილი აქვს ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s